LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი Skoda Octavia კამუფლაჟის გარეშე გადაიღეს

119
skoda-octavia-news19

კომპანია Skoda თავის ყველაზე გაყიდვადი მოდელის მეოთხე თაობას 11 ნოემბერს, პრაღის ავტოსალონზე წარადგენს.

მართალია, თავიდან საჯარო დებიუტისთვის ფრანკფურტის ავტოსალონი მოიაზრებოდა, თუმცა მწარმოებელმა გადაწყვიტა რომ თავისი სიახლე სხვა ბრენდების ავტოსიახლეებს არ დაეჩრდილათ და ლოკაციაც ამიტომ შეცვალა.

Octavia არამხოლოდ „შკოდას“ ხაზშია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტომობილი, არამედ მსოფლიო ბესტსელერებს შორისაც ლიდერ პოზიციას იკავებს.

პრემიერამდე თვეზე ცოტა მეტი დრო რჩება და მოდელი საბოლოო ცდებს გადის. ქსელშიც სწორედ ამ ცდების ამსახველი პაპარაცული კადრები გავრცელდა.

როგორც კადრებიდან ირკვევა, ავტომობილი ორმაგი ფარების გარეშე დარჩა და მისი წინა ნაწილი მოდელი Superb-ის ვიზუალს გავს.

რაც შეეხება ძრავს, რაიმე რადიკალური ცვლილებები არ იქნება, ავტომობილი ისევ ბენზინის ტურბოძრავით დაკომპლექტდება. მისი მოცულობა 1-1,5 ლიტრი იქნება და ასევე ვარიაციაში შევა – 1,6 და 2,0 ლიტრების დიზელიც.

ავტოექსპერტები ვარაუდობენ, რომ თაობის ცვლილებასთან ერთად Octavia ჰიბრიდულ აგრეგატსაც მიიღებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები