LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლა შვილიშვილებს ველოდები – ამბები მოკლედ

65
24716358-0-image-a-11-1581632088716

„მილანი“-„იუვენტუსის“ მატჩს 72 738 მაყურებელი დაესწრო. ეს იტალიის თასის ნახევარფინალის რეკორდია.

„მილანმა“ შეწყვიტა „იუვენტუსთან“ ზედიზედ 9-მატჩიანი წაგებათა სერია.

რონალდომ საგოლე სერია 8 მატჩამდე გააგრძელა ყველა ტურნირზე. ის 2020 წელს ყველა მატჩში იტანს.

მინო რაიოლა: „პოგბა არ არის წინააღმდეგი „იუვენტუსში“ დაბრუნდეს, მაგრამ ვერ მიატოვებს „მანჩესტერს“ რთულ ვითარებაში“.

ჯიჯი ბუფონი: „რონალდო – ჩემი „იუვენტუსში“ დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზია“.

„იუვენტუსის“ მეკარე ბუფონმა მატჩის შემდეგ მაისური გაუცვალა „როსონერის“ თავდამსხმელ დანიელე მალდინის. „ჩემს კოლექციაში არის ენრიკო კიეზას და მისი შვილის, ჟორჟ ვეას და მისი შვილის, ახლა უკვე მალდინის და მისი ბიჭის მაისურები. ახლა ველოდები მათ შვილიშვილებს“ – იხუმრა ბუფონმა.

პსჟ ჩაერთო „მანჩესტერის“ მეკარის ჰენდერსონისთვის ბრძოლაში. ის იჯარითაა „შეფილდში“.

„უიმბლდონის“ გულშემატკივრებმა კლუბისთვის 4 მლნ ფუნტზე მეტი მოაგროვეს სტადიონის მშენებლობისთვის.

AS: „რეალი“ აპირებს მბაპე 2021 წელს წაიყვანოს.

„რეალი“ მზადაა ზაფხულში 120 მლნ ევრო გადაიხადოს ლაუტარო მარტინესის გამოსასყიდათ (TyC Sports).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები