ჩემპიონთა ლიგის ყველა, რვა მეოთხედფინალისტი გარკვეულია. დღეს, თბილისის დროით 15:00 საათზე წილისყრაა და წყვილებსაც შევიტყობთ. მერვედფინალში კი ყველაზე დიდი სხვაობით „მანჩესტერ სიტიმ“ მოიგო, რომელმაც „შალკე“ გაასაცოდავა – 7:0. სწორედ პეპ გვარიდოლას გუნდია პირველი ბუქმეკერებისთვის, რომლებმაც ტურნირის მოგებაზე ახალი ფსონები გამოაქვეყნეს.

ლიგის მოგების ფავორიტის „მანჩესტერ სიტის“ კოეფიციენტი 3.35-ია.

გვარდიოლას გუნდს მისი ყოფილი გუნდი მოყვება – „ბარსელონა“, რომლის კოეფიციენტი 4.0-ს შეადგენს. ტოპ-ოთხეულში მოხვდნენ რონალდოს „იუვენტუსი“ – 4.5 და ლიგის შარშანდელი ფინალისტი „ლივერპული“ – 5.0.

შეგახსენებთ, ამათ გარდა, მეოთხედფინალში ითამაშებენ – „ტოტენჰემი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „აიაქსი“ და „პორტუ“.

კატეგორიები: KickOff სპორტი

მსგავსი თემები