LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Alpina დაინტერესდა, თუ რას ფიქრობენ მისი კლიენტები ელექტროქარებზე

27
alpinanews

კომპანია ALPINA–მ, რომელიც BMW–ს მოდელების გამოშვებითაა დაკავებული, კლიენტებს შორის გამოკითხვა ჩაატარა, რათა ელექტროქარებზე მოთხოვნა დაედგინა. ბრენდის ხელმძღვანელმა ამ თემაზე გამოცემა Bimmer Today–ს ინტერვიუც მისცა. აღმოჩნდა, რომ კომპანიის მომხმარებლები ელემენტიანი ავტომობილების მთავარ პრობლემად სვლის მარაგს თვლიან. თუკი Alpina შექმნის ელექტროქარს, რომლის მახასიათებლებიც V8–ს აგრეგატის მქონე ავტომობილებზე ნაკლები არაფრით იქნება, მაშინ ასეთი მოდელი ერთი დამუხტვით 200 კილომეტრის გავლას შეძლებს.

კლიენტებს ელექტროქარები ახლა არ სჭირდებათ, თუმცა ბრენდი მომავალში მათ გამოშვებას მაინც გეგმავს.

Alpina–ს ბოლოდროინდელ სიახლეებს შორისაა დიზელის XD3 და XD4. ორივე მოდელმა განსხვავებული ვიზუალი და 3 ლიტრის მოცულობის „ექვსიანი“ მიიღო. ძრავის სიმძლავრე გაიზარდა და 388–ის ნაცვლად 394 გახდა. ოფიციალური ინფორმაციით, 100 კმ–მდე გახურების დრო 4,6 წამია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები