მბაპეს მამა საყვარელ ფეხბურთელებზე: “პირველი – კილიანი, მეორე – მბაპე”.

 

ზინედინ ზიდანი: “პრობლემა ისაა, რომ რონალდოს შეცვლა შეუძლებელია”.

 

ლუკა იოვიჩი მადრიდის “რეალის” პრიორიტეტული სამიზნეა. ტრანსფერის სავარაუდო თანხა 70 მლნ ევროა.

 

“ბაიერნი” პრეტენზიას აცხადებს ძანიოლოზე და მზადაა “რომას” 50 მლნ ევრო მისცეს.

 

პეპ გვარდიოლა: “თავი მწვრთნელად ვერ წარმომიდგენია 71 წლის ასაკში, დამიჯერეთ. ამის არანაირი შანსი არ არის”.

 

დიეგო სიმეონე: “ობლაკი – მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა”.

 

“იუვენტუსი” უმტიტით არის დაინტერესებული.

 

ჯეიდონ სანჩო ტოპ 5 ლიგაში მეოთხე ფეხბურთელია, რომელმაც 10 + გოლი და 10 + ასისტი გააკეთა.

 

ტადიჩმა “აიაქსის” 50 გოლში მიიღო მონაწილეობა 48 მატჩში.

 

“მანჩესტერმა” პრემიერლიგაში 12 პენალტი მოიპოვა. ეს საკლუბო რეკორდია.

 

პოლ პოგბამ “გოლი + პასის” სისტემით 22 ქულა მოაგროვა. ეს მისთვის რეკორდია ერთი სეზონისთვის.

 

“იუვენტუსის” მცველი ბარძალი სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს.

 

ლუკას მოურა მეოთხე ბრაზილიელია, რომელმაც პრემიერლიგაში ჰეთ-თრიკი შეასრულა.

კატეგორიები: KickOff სპორტი

მსგავსი თემები