ამერიკულმა კომპანიამ Hennessey Performance გადაწყვიტა, რომ McLaren-ის სუპერქარისგან უმძლავრესი მოდიფიკაცია გააკეთოს, რაც მისი ძრავის 1000 ცხენის ძალამდე დატუნინგებას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაცია საავტომობილო გამოცემა „Top Gear”-მა გაავრცელა.

საბაზისო McLaren 600LT  – 3,8 ლიტრის მოცულობის ბიტურბო „რვიანითაა“ აღჭურვილი და 600 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. 0-დან 100 კმ/სთ-მდე გასახურებლად მოდელს 2,9 წამი სჭირდება, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 328 კმ/სთ-ს შეადგენს.

ჰენესის ატელიეში გადაწყვიტეს, რომ სუპერქარის ძრავის 3 მოდიფიკაცია შექმნან, რაც მის ძალას 719, 817 და 1016 ცხენი ძალამდე გაზრდის. პირველ შემთხვევაში კუპე 96 კმ/სთ-ს 2,6 წამში განავითარებს, მეორე შემთხვევაში – 2,4 წამში, მესამე კი რა თქმა უნდა, ყველაზე ძლიერი იქნება და იგივე შედეგის მისაღებად მხოლოდ 2,1 წამი დასჭირდება.

ყველაზე მძლავრი სუპერქარი სარბოლო დისტანციას, რაც 402 მეტრს გულისხმობს, 9,6 წამში გაივლის და მისი მაქსიმალური სიჩქარე 251 კმ/სთ იქნება.

 

 

 

ტეგები: McLaren

მსგავსი თემები