ამერიკულ გზებს ავტომობილები უბრუნდებიან, თუმცა მოძრაობა ჯერ ისევ შემცირებლია, რადგან ბევრ შტატში ტრანსპორტით გადაადგილებაზე შეზღუდვებია დაწესებული.

სპეციალისტებმა საგზაო მოძრაობა შეისწავლეს და დაადგინეს, რომ გასული კვირა მარტის შემდეგ ყველაზე დატვირთული იყო. კორონავირუსის დაწყების გამო შეჩერებული მოძრაობა აღდგა და 60%–ით უფრო მეტი ავტომობილი დაფიქსირდა. ეს მაჩვენებელი იანვრის თვესთან შედარებით 49%–ით უფრო ნაკლებია, თუმცა არსებული ვითარების გათვალისწინებით მაინც ბევრია.

ამერიკელები კარანტინის შემდეგ ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდებიან. პატარა ქალაქებსა და სოფლებში უფრო აქტიური მოძრაობა შეიმჩნევა, ვიდრე მეგაპოლისებში. ყველაზე მეტად კი გზები – მიჩიგანში, მინესოტაში, ვირჯინიასა და არიზონაში გადაიტვირთა.

ტეგები: აშშ

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05