LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელმა აუქციონზე ავტომობილი იყიდა და შიგნით 850 ათასი დოლარის ღირებულების ნარკოტიკი იპოვა

69
usaautococan

ამერიკელმა აუქციონზე ნაყიდ ავტომობილში 35 კგ. კოკაინი იპოვა. შემთხვევა ტეხასის შტატში Rio Grande Valley–ს ონლაინ აუქციონზე მოხდა.

მამაკაცმა ავტომობილი შეიძინა, სახლში მიიყვანა და კარგად დათვალიერების შემდეგ საიდუმლო განყოფილებას და შიგნით 17 შეკვრა აკრძალულ ნივთიერებას გადააწყდა. ავტომფლობელმა მაშინვე პოლიციაში დარეკა და სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები გამოიძახა.

სამართალდამცავები ადგილზე ძაღლებით მივიდნენ და მანქანის უკეთ დათვალიერების შემდეგ დამატებით კიდევ 17 შეკვრა ნარკოტიკს გადააწყდნენ.

პოლიციამ კანონმორჩილ მოქალაქეს დიდი მადლობა გადაუხადა და მას ფულად ჯილდოსაც დაპირდა. ნაპოვნი კოკაინი კი დაახლოებით 850 ათას დოლარად შეაფასეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები