LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელმა მძღოლმა 5 წელში 2 მილიონი კილომეტრის გავლა მოასწრო

hyundai

ავტომოყვარულმა ფარა ჰეინსმა თავისი Hyundai Elantra 2013 წელს შეიძინა და მას შემდეგ მილიონობით კილომეტრის გავლა მოასწრო. ამ ყველაფრის აღსანიშნავად, ბრენდის ამერიკულმა ოფისმა მძღოლს ნომრების ჩასასმელი ოქროს ჩარჩო და სპეციალური ოდომეტრიც აჩუქა. ოდომეტრი 999 999 მილზე მეტს ფიზიკურად აღარ აჩვენებს.

ჰეინსი წელიწადში საშუალოდ 320 ათას კილომეტრს გადის. მისი სედანი კვლავინდებურად ორიგინალი ძრავითაა აღჭურვილი და ვიზუალურადაც ჩვეულებრივი ავტომობილისგან არაფრით განსხვავდება. ერთადერთი განახლება, რომელიც მან ავტომობილს დაამატა – ბამპერის დამცავი კარკასი იყო.

როცა Hyundai-ს ოფისმა ამერიკელის „ელანტრას“ შესახებ გაიგო, გადაწყვიტა, რომ მისთვის განსაკუთრებული საჩუქრები გაეკეთებინა და სპეციალური ახალი ოდომეტრიც დაემზადებინა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები