LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ს მთავრობამ „ტესლას“ ავტოპილოტის გამო მანქანების უკან გამოწვევა მოსთხოვა

35
teslanews

აშშ-ს საგზაო უსაფრთხოების ნაციონალური მართვის სააგენტომ ელექტროქარების მწარმოებელ, კომპანია „ტესლას“ უკან გამოწვევის კამპანიის დაწყება მოსთხოვა. რეგულატორი ირწმუნება, რომ ესა თუ ის კომპანია, რომელიც გარკვეულ განახლებას უშვებს და მისი პროგრამა უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს, ვალდებულია, რომ უკან გამოწვევის აქცია დაგეგმოს და ამის შესახებ ორგანოებსაც შეატყობინოს.

„ტესლას“ ეს არ გაუკეთებია და მთავრობას მწარმოებლის მიმართ სერიოზული პრეტენზიები გაუჩნდა. გარდა ავტომობილების უკან გამოწვევისა, ხელისუფლებამ ბრენდს მოსთხოვა, რომ 22 დეკემბრამდე უპილოტო სისტემის შესახებ სრული ინფორმაცია წარადგინოს და ისიც დაადასტუროს, რომ სიახლემ ყველა საჭირო ცდა უკვე გაიარა.

“ტესლას“ ავტოპილოტის წინააღმდეგ გამოძიება გასული აგვისტოს თვეში, რამდენიმე ინციდენტის შემდეგ დაიწყო. „ტესლას“ ავტოპილოტი სასწრაფო დახმარების და პოლიციის ავტომობილებს დაეჯახა, თანაც ამ დროს ეს ავტომობილები გაჩერებულები იდგნენ. გამოძიებამ 765 000 ავტომობილი მოიცვა, ანუ თითქმის ყველა მოდელი, რომელიც „ტესლამ“ აშშ-ში 2014 წლის შემდეგ გაყიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები