LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ დაგელაპარაკები სანამ ბორუსიას ფეხბურთელი არ გახდები: ნახეთ რა ქნა გუნდმა

2526067-52420050-2560-1440

გოგონამ ბიჭს უარი უთხრა, სანამ „გლადბახის“ ფეხბურთელი არ გახდებოდა. გუნდმა ის… განაცხადაში შეიყვანა.

მიონხენგლადბახის „ბორუსიამ“ ტვიტერის მომხმარებელი სასტარტო შემადგენლობაში ჩასვა, როდესაც გაიგო, რომ მას ეს ყოფილ მეგობარ გოგონასთან ურთიერთობის აღდგენაში დაეხმარებოდა.

„ჩემმა ყოფილმა ჩემთან საუბარზეც უარი თქვა იმ მომენტამდე, სანამ „ბორუსიას“ მარჯვენა გარემარბი არ ვიქნები. მან მითხრა, რომ ვერასოდეს გავხდები ჰერმანი (პატრიკ ჰერმანი – „ბორუსიას“ ნახევარმცველი)“, – დაწერა სასოწარკვეთილმა ბიჭმა.

შეყვარებულ ტიპს რამდენიმე საათის შემდეგ კლუბის ოფიციალური ექაუნთი გამოეხმაურა – მისი ავატარი „აინტრახტთან“ საკვირაო მატჩის (1:1) აფიშაზე პატრიკ ჰერმანის ადგილზე განათავსეს.

„გრძნობებს მეორე შანსს ვაძლევთ“, – მიაწერა ფოტოს „გლადბახის“ პროფილმა.

„გლადბახი“ ბუნდესლიგაში მესამე ადგილზეა.
23 თებერვალს „ბორუსია“ „ვოლფსბურგს“ ეთამაშება და ვნახოთ აბა ვინ იქნება ძირითადში – ჰერმანი თუ შეყვარებული ბიჭი?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები