საქართველოს ჩემპიონმა, ევროპაში პირველად გასულმა „საბურთალომ“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლაზე მოლდოვის ჩემპიონი „შერიფი“ დაამარცხა, თან – 3:0. არადა, ტირასპოლელებს გამოცდილი გუნდი ყავთ, რომელსაც ევროპის ლიგის ჯგუფშიც არაერთხელ უთამაშია.

„შერიფი“ უდაო ფავორიტი იყო, რაც წინასამატჩო ფსონებსაც ეტყობოდა, მაგრამ ქართველებმა მთავარი სენსაცია შემოგვთავაზეს და დიდებული დებიუტი ჩაიწერეს ისტორიაში.

ცუდია, რომ ბოლო მომენტში ჩაშლილი მოლაპარაკებების გამო, თამაში ტელევიზიით ბევრმა გულშემატკივარმა ვერ ნახა. არადა, კარგი სანახავი კი იქნებოდა.

თამაში სტუმართა უპირატესობით მიმდინარეობდა და რამდენიმე რეალური საგოლე მომენტის შემდეგ, 30-ე წუთზე ანგარიშიც გახსნეს. გოლი მონტენეგროელმა როლოვიჩმა გაიტანა.

მეორე ტაიმში „შერიფმა“ შემოგვიტია, „საბურთალომ“ კი კონტრშეტევებზე ივარგა: 67-ე წუთზე მეტოქის კარი გიორგი კოხრეიძემ, ხოლო 71-ზე ლევან კაკუბავამ აიღეს.

განმეორებითი შეხვედრა 16 ივლისს თბილისში, „მიხეილ მესხზე“ გაიმართება. მატჩი 21:30 საათზეა და რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

 

 

კატეგორიები: გოლი სპორტი

მსგავსი თემები