LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არავის არაფერი: მარადონამ თქვა, რომ მისი მემკვიდრეობა ოჯახს არ დარჩება

161
2711507-56052170-2560-1440

დიეგო მარადონამ უარყო ქალიშვილი ჯანინას სიტყვები, რომ ლეგენდარული ფეხბურთელი ‘შიგნიდან კვდება“. გოგონამ დიეგო ზოოპარკის ლომს შეადარა, რომელიც ტაბლეტებით გაჟღინთეს, რათა დამთვალიერებლებს შეეძლოთ გალიაში შესვლა და მოფერება.

„მე სრულიადაც არ ვკვდები. კარგადაც მძინავს, რადგან ვმუშაობ. როდესაც ასაკში შედიხარ, ხალხი არა შენს საქმეზე, არამედ უფრო იმაზე წუხს, რა დარჩება შენს შემდეგ. მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ არავის არაფერს არ ვუტოვებ. მე მთელ ფულს ქველმოქმედებაზე დავხარჯავ. ახლა კი სრულიად ჯანმრთელი ვარ“, – განაცხადა მარადონამ.

ამჟამად მარადონა არგენტინული კლუბის „ხიმნასია ესტრიმას“ მწვრთნელია.

მარადონას ოფიციალურად აღიარებული 8 შვილი ყავს: ქალიშვილები დალმა, ჯანინა და ჰანა, ვაჟები დიეგო ჟუნიორი და ფერნანდო დიეგიტო და სამი შვილი (ყველა ბიჭი), რომლებიც კუბაზე დაიბადნენ, როდესაც ექს ფეხბურთელი ნარკოდამოკიდებულებას მკურნალობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები