LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში პირველად ბოლო 3 წლის განმავლობაში ყველაზე ხშირად გატაცებული ავტომობილების რეიტინგი შეიცვალა

34
chevrolet

აშშ-ში პირველად ბოლო 3 წლის განმავლობაში ქურდებს შორის ყველაზე პოპულარული ავტომობილი შეიცვალა. დანაშაულის ნაციონალურმა ბიურომ დაადგინა, რომ 2021 წელს ბოროტმოქმედები ყველაზე ხშირად მოძველებულ Chevrolet Silverado-ს იტაცებდნენ. Ford F-series კი რომელიც რეიტინგში 2019 წლიდან ლიდერობდა, მეორე ადგილზე გადავიდა. გამტაცებელთა საყვარელ ავტომობილთა ათეულშია – Honda Civic, Accord და CR-V, Toyota Camry, GMC Sierra, Nissan Altima და Jeep Cherokee/Grand Cherokee.

პიკაპები ქურდების მთავარი სამიზნეა. თუმცა, ფრთხილად უნდა იყვნენ პოპულარული იაპონური სედანების მფლობელებიც – Honda Civic და aCcord, ასევე Toyota Camry სიაში მესამე და მეხუთე ადგილებს იკავებენ.

საინტერესოა, რომ ყველაზე ხშირად მოპარული მანქანების რეიტინგში ძველი მოდელები მოექცნენ, საუბარია 1997-2007 წლის სამოდელო წლის პიკაპებზე.

2021 წელი მანქანების გატაცების მაჩვენებლით დიდად სასიკეთო ვერ იყო. ასეთი დანაშაულის რიცხვი 8%-ით გაიზარდა და მთლიანობაში აშშ-ში მილიონამდე მანქანა მოიპარეს. ბოროტმოქმედთა ინტერესი გასაგებია, რამეთუ მეორადი მანქანების ფასი თითქმის 35%-ითაა გაზრდილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები