LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Aston Martin გაკოტრების პირასაა – კორონავირუსმა კომპანიას გამოუსწორებელი ზარალი მიაყენა

51
12c021fa46bcc7ae70799a18a324545402f37eeb

Aston Martin–ს ფინანსური პრობლემები ჯერ კიდევ კორონავირუსამდე დაეწყო და მის გადასარჩენად რამდენიმე მილიონი დაიხარჯა. თუმცა, პანდემიამ სიტუაცია გააუარესა და მანამდე გაწეული ფინანსური ხარჯი უსარგებლო გახადა.

კანადელმა ბიზნესმენმა და ფორმულა 1–ის თანამფლობელმა ლოურენს სტროლმა Aston Martin–ში 658 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო და ბრიტანელები ამ ფულით ბიზნესის გაფართოებას აპირებდნენ. თუმცა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა მათ მთელი გეგმები აურია. ინვესტიცია საკმარისი არ იქნება იმისთვის რომ კომპანიამ ჩანაფიქრის ასრულება შეძლოს. უფრო მეტიც შექმნილ კირიზისულ სიტუაციაში რა მოხდება არავინ იცის, მანამდე კი Aston Martin–ის აქციების ფასი 9,3 პროცენტით დაეცა.

წლის დასაწყისში კომპანიის აქციების ღირებულება 60%–ით შემცირდა, ამჯერად კი მაჩვენებელი 89%–ით უფრო დაბალია და ეს ისტორიაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. ლოურენსის ფინანსური დახმარება საკმარისი უნდა ყოფილიყო იმისთვის, რომ კომპანიას პრობლემები მოეგვარებინა, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ ყველა იმედი გააქრო. ბრიტანელებს კაპიტალი აღარ აქვთ და შეძლებენ თუ არა მომავალში წარმოების გაგრძელებას რთული სათქმელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები