LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Aston Martin–ის გაყიდვები ლამის გასამმაგდა. მიზეზი ერთი მოდელი გახდა

42
astonmartin48

კომპანია Aston Martin–მა 2021 წლის პირველი ნახევარი შეაჯამა. აღმოჩნდა, რომ იანვრიდან ივნისამდე ბრენდმა 2091 ავტომობილის რეალიზება შეძლო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 224%–ით უფრო მეტია. გასულ წელს კომპანიამ მხოლოდ 895 მანქანა გაყიდა. გაყიდვების გასამმაგების მიზეზი არამხოლოდ 2020 წლის პრობლემების გადალახვა, არამედ ერთი მოდელის DBX–ის განსაკუთრებული პოპულარობაა.

2019 წელს წარდგენილი Aston Martin–ის პირველი კროსოვერი ბრენდის გაყიდვების ლიდერი მალევე გახდა. 2021 წლის იანვრიდან ივნისამდე ბრიტანელებმა DBX–ის 1500 ეგზემპლარის გაყიდვა მოახერხეს, ასე რომ გაყიდული ავტომობილების ნახევარი სწორედ ამ ყველგანმავალზე მოდის. გარდა ამისა, ბრენდმა წარმატების მიღწევა ჩინეთის ბაზრის აღებითაც შეძლო.

6 თვის განმავლობაში Aston–მა 274 მილიონი ფუნტი სტერლინგის ტრანსპორტი გაყიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 5–ჯერ აჭარბებს. ავტომობილის საშუალო ღირებულბა 25%–ით გაიზარდა და 151 000 ფუნტი სტერლინგი შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები