LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Aston Martin პირველ კროსოვერს გამოუშვებს

94
ton-martin-news1912

კომპანია Aston Martin-მა პირველი კროსოვერის სატესტო ეგზემპლარი შექმნა. კროსოვერი DBX-ის ვიზუალი მხოლოდ 2019 წლის ბოლოსთვის გასაჯაროვდება. სერიული მოდელები კი კონვეიერიდან 2020 წლის პირველ ნახევარში გამოვლენ. 2020 წლიდან ყველგანმავალს ახალი კონცეპტი Vision All-Terrain-იც შეუერთდება.

სიახლე ახალ პლატფორმაზეა აგებული და ეს სწორედ ის პლატფორმაა რომელსაც ელექტრონული მოდელის Lagonda-ს ბაზად გამოიყენებენ.

კროსოვერი ბენზინის ბიტურბო „რვიანს“ მიიღებს. Mercedes-AMG-ის 4 ლიტრის მოცულობის ძრავს 510 ან 750 ცხენის ძალის განვითარება შეეძლება. გამორიცხული არაა ისიც, რომ ყველგანმავალს ჰიბრიდული ვარიაციაც ქონდეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები