LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ათენში საშობაო ნაძვის ხე 60 ათასი ფერადი ნათურით გაანათეს

46
248038986-4837795929606224-7808360506106434517-n-1-1080x600

ათენში საშობაო ნაძვის ხე გაანათეს. გრანდიოზული სადღესასწაულო ცერემონია, ტრადიციულად ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა.

წელს დიზაინერებმა 19 მეტრიანი ნაძვი შეარჩიეს და მთავარ მოედანზე ის ცენტრალური საბერძნეთიდან ჩამოიტანეს. ხე 60 ათასზე მეტი ფერადი ნათურით გააფორმეს.

ღონისძიებას ესწრებოდა დედაქალაქის მერიც და როგორც მან დააზუსტა ცერემონიის ნოემბერში გადმოტანა კოვიდპანდემიით შეწუხებული მოსახლეობის გასახალისებლად გადაწყდა. მერმა ისიც დაამატა, რომ წელს ათენი განსაკუთრებულ დეკორაციებს მიიღებს, რათა ნეგატიური ატმოსფერო ლამაზმა დღესასწაულმა მაინც გადაფაროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები