LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ატმოსფერო და არქიტექტურა: მსოფლიოს 10 საუკეთესო სტადიონი

819
1544615858-836890-1544615977-noticia-normal

FourFourTwo სხვადასხვა რეიტინგების შედგენას განაგრძობს.

ამჯერად მათ ათ საუკეთესო საფეხბურთო სტადიონზე დაწერეს.

შეფასების კრიტერიუმი მარტივია: სტადიონის არქიტექტურა და შიდა ატმოსფერო.

 

10. ალიანც არენა 

მიუნხენის “ბაიერნის” საშინაო არენა.
იტევს 75 ათასს მაყურებელს და ევროპაში ერთ-ერთი უდიდესია.
შესაძლებელია სტადიონის შეფერილობის ცვლა სამ ფერში (წითელი, ლურჯი, თეთრი).

 

9. ოლდ ტრაფორდი

“ოცნების თეატრი” 110 წლის წინ გაიხსნა და საკულტო ადგილი გახდა.
“მანჩესტერის” საშინაო მატჩებს წელიწადში 2 მილიონი ქომაგი ესწრება.

 

8. სანტიაგო ბერნაბეუ

“რეალის” სტადიონი ყველა დროში ინოვაციურ არენად მიიჩნეოდა.
ამჟამად დამტკიცებულია რეკონსტრუქციის გეგმა, რომელიც 2023 წელს უნდა დასრულდეს.

 

7. სიგნალ იდუნა პარკი

დორტმუნდის “ბორუსიას” სტადიონი ყველაზე ტევადია გერმანიაში.
გულშემატკივრები ყველა მატჩზე პერფომანსს აწყობენ.
სტადიონზე მუდმივად ანშლაგია.

 

6. მარაკანა

ერთ დროს უმსხვილესი სტადიონი იყო და 199 500 ათას ადამიანს იტევდა.
ბოლო რეკონსტრუქციის შემდეგ 78 ათას მაყურებელს იტევს.
სტადიონს მიუღია მსოფლიო ჩემპიონატის ორი ფინალი.

 

5. სან სირო

ორი ტოპ კლუბის სახლია – “მილანის” და “ინტერის”.
ხალხი მას ქოხს უწოდებს, რადგან შორიდან ისე ჩანს თითქოს ფეხებზე იდგეს.
ამჟამად ორივე კლუბი მერიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს სტადიონის აღებასა და უფრო თანამედროვე არენის აგებაზე.

 

4. აცტეკა

ლათინური ამერიკის უდიდესი სტადიონია.
მექსიკური სპორტის ნამდვილი სიმბოლოა.
“აცტეკა” მეორე და ბოლო (“მარაკანას” შემდეგ) სტადიონია, სადაც ორი მუნდიალის ფინალი ჩატარებულა.

 

3. უემბლი

ევროპის ერთ-ერთი საკულტო სტადიონია.
არ დაუკარგავს ხიბლი ძველის დანგრევის და ახლის აშენების შემდეგაც.
ფეხბურთის გარდა სპორტის სხვა სახეობებსაც მასპინძლობს.

 

2. კამპ ნოუ

“ბარსელონას” სტადიონი კატალონიის ნამდვილი სიმბოლოა.
ის ევროპაში ყველაზე ტევადია და 99 ათასს მაყურებელზე მეტს იტევს.
ამჟამად რეკონსტრუქციას ამზადებენ და 2022 წლისთვის ადგილების 103 ათასამდე გაზრდას აპირებენ.

 

1. ბომბონერა

პირველ ადგილეა “ბოკა ხუნიორსის” სტადიონი.
ბევრი ევროპელი ფეხბურთელი ოცნებობს “ბომბონერაზე” თამაშზე ატმოსფეროს გამო.
სწორედ ამის გამო წავიდა არგენტინაში სათამაშოდ დანიელე დე როსი. ხოლო საკუთარი სიყვარული გამოხატეს ბუფონმა, მალდინიმ და პირლომ.

ამ არენაზე ლიბერტადორესის თასის ათობით ფინალი ჩატარებულა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები