LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავადმყოფმა ბავშვებმა ლიონი-ბარსელონას მატჩი ვირტუალურად ნახეს და ფეხბურთელებსაც გაესაუბრნენ (ვიდეო)

106
Capturejk

მძიმე ავადმყოფი ბავშვები ვირტუალურად დაესწრნენ „ლიონისა“ და „ბარსელონას“ მატჩს და ფეხბურთელებთანაც კი ისაუბრეს.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წინ გუნდებმა ერთობლივი პროექტი მოაწყვეს: საქველმოქმედო ფონდებმა Barça Foundation, OL Foundation და ერიკ აბიდალის ფონდი შექმნეს რობოტი პოლი (უფრო სწორედ ორი რობოტი). ტექნოლოგიების დახმარებით დაავადებული ბავშვები შეხვედრაზე ვირტუალურად იყვნენ და ფეხბურთელებსაც მიესალმნენ.

ყველაფერი მარტივადაა: სტადიონზე განათავსებენ ვებ კამერიან ეკრანებს. ბავშვებს საშუალება აქვთ ნახონ ყველაფერი რაც ირგვლივ ხდება. მაგრამ მთავარი ფეხბურთელებთან ურთიერთობაა. მოთამაშეებს შეუძლიათ ეკრანთან მივიდნენ და ბავშვებთან რამდენიმე სიტყვა გაცვალონ.

“ლიონი”-“ბარსელონას” მატჩი ჯიბრილმა და ჯოისმა ნახეს, რომლებიც ლიონისა და ბარსელონას კლინიკებში გადიან მკურნალობას.

პროექტის ინიციატორია OL Foundation. „ლიონის“ ფონდი მსგავს პროექტებს 2016 წლიდან ქმნის. რობოტების დახმარებით უკვე 50-ზე მეტმა ბავშვმა ნახა მატჩები, ვარჯიშები და კონცერტებიც კი. რობოტს პოლი დაარქვეს პირველი ბავშვის საპატივსაცემოდ, ვინც ტექნოლოგიით ისარგებლა. სამწუხაროდ, ის პროექტში მონაწილეობიდან რამდენიმე კვირაში გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები