თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ლურჯი ავტობუსი და ტოიოტა პრიუსის მარკის ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მცირედით დაზიანდა ავტობუსი, ხოლო მსუბუქ ავტომანქანას სერიოზული დაზიანებები აღენიშნება.

როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი – ტაქსის მძღოლი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, მის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე,

 

 

თამთა უთურგაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები