LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრიაში დისტანციურად დასაქმებულებს ინტერნეტისა და ელექტროენერგიის გადასახადს გადაუხდიან

56
yasmina-h-p8djpfqehw0-unsplash

ავსტრიელები, რომლებიც დისტანციურად მუშაობენ, გადასახადებისთვის 1200 ევროს მიიღებენ. ამ თანხამ სახლის პირობებში სამუშაო სივრცის მოწყობის ხარჯები უნდა დაფაროს. მაგალითად, აანაზღაუროს დამატებითი ხარჯები ელექტროენერგიასთან, გათბობასთან და ინტერნეტთან დაკავშირებით, ანდაც სამუშაოდ უფრო კომფორტული ავეჯისთვის დაიხარჯოს.

ახალი კანონი სახლიდან მომუშავე ადამიანების რიცხვის სულ უფრო და უფრო ზრდის გამო მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ დისტანციურ რეჟიმზე მყოფი მოქალაქეების მხარდაჭერა გადაწყვიტეს პორტუგალიაშიც. ჯერ კიდევ გასული წლიდან, დამსაქმებლები სახლიდან მომუშავეებს ელექტროენერგიის გადასახადს უხდიან. გარდა ამისა, ფირმები ვალდებული არიან, თავისი თანამშრომლების მარტოობაზეც იზრუნონ და ორ თვეში ერთხელ მაინც გულთბილი შეხვედრები მოაწყონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები