LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტო ბრენდები ყველაზე კმაყოფილი კლიენტებით

18
alfa-romeo

ამერიკულმა ანალიტიკურმა სააგენტო J.D. Power-მა ჩაატარა კვლევა, რომლის ფარგლებშიც კლიენტების მიერ ახალი მანქანების შეძენით მიღებული სიამოვნების დონე გაზომა. რეიტინგის შედგენისას აბსოლუტური კმაყოფილება 1000 ქულით შეფასდა. სიის ლიდერი პრემიულ ბრენდებს შორის Alfa Romeo გახდა და მან 833 ქულა დააგროვა. სამეულში მოხვდნენ Porsche და Lexus.

ავტომობილთა ასორტიმენტის შემცირების, ფასების ზრდის და ძალიან ნელი მიწოდების გამო, კლიენტთა კმაყოფილების დონე ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად შემცირდა.

კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც ინდექსის შემცირებაზე იქონია გავლენა – ელექტრომობილების პოპულარობის ზრდაა. ამ უკანასკნელთა მყიდველები კი ბევრად ნაკლებად კმაყოფილები არიან, ვიდრე ბენზინის მანქანების მფლობელები.

კონკრეტულად კი ამერიკელ კლიენტებს ძალიან არ მოსწონთ ის ფაქტი, რომ დილერებს ძალიან ეზარებათ ახსნან, თუ როგორ იმუხტება ელექტროქარი.

საინტერესოა, რომ მასობრივ მარკეტზე კლიენტების კმაყოფილების დონით Buick გამოირჩა, ამერიკულმა ბრენდმა 825 ქულა მოაგროვა. მეორე ადგილზეა Dodge (816) და მესამე ადგილი კი – Subaru (804) დაიკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები