LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტობრენდების უმრავლესობა პრობლემას არ აღიარებს, რათა იმიჯის შენარჩუნება შეძლოს

37
aitobrand20

ავტომწარმოებლებს ხშირად უწევთ თავისი ავტომობილების სერვის ცენტრში გაგზავნა, რათა სხვადასხვა ხარისხის პრობლემა გამოასწორონ ხოლმე. როგორც ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, ეს პრობლემა თითქმის ყველას აწუხებს და უმრავლესობა მომენტის გაწელვას ცდილობს. რადგან უკან გამოწვევის კამპანია იმიჯის ნგრევას და აქციების ვარდნას იწვევს.

კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა 1966 წლიდან 2013 წლამდე პერიოდში გამოწვეული 3117 ავტომობილის საქმე შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ შემთხვევათა 73%–ში ბრენდები ცდილობენ, რომ უკან გამოწვევა მხოლოდ მაშინ დაიწყონ, როცა ამას კონკურენტი გააკეთებს და შესაბამისად ყურადღება გადანაწილებული იქნება. ასეთი მარათონები საშუალოდ 34 დღე გრძელდება და ამ პერიოდში როგორც წესი, სხვადასხვა მწარმოებლის 8 აქცია მაინც ემთხვევა ხოლმე.

მკვლევარებმა ისეთი ბრენდების წარსულს გადახედეს როგორიცაა – Chrysler, Ford, General Motors, Honda, Nissan და Toyota. ამ ექვსეულიდან პრობლემას ხუთი თუ აღიარებს, ისიც შემთხვევათა 9%–ში. გამონაკლისია Toyota, რომლის კამპანიათა 31% კონკურენტებს უსწრებდა. ასე რომ იაპონური ბრენდი ხშირ შემთხვევაში სხვა კომპანიებისთვის სტარტის როლს ასრულებს.

ასეთ ტენდენციას ექსპერტები აქციების ფასის შენარჩუნების სურვილით ხსნიან. აქციების ფასი კი მცირე დეფექტის გამოვლენის გამოც კი იცვლება და ისტორიას ახსოვს შემთხვევები როდესაც ვარდნა 67%–ზე მეტიც კი იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები