LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომატური დამუხრუჭების სისტემა მძღოლებს ძალიან აშინებს

81
c2d92b086aca8588e75184bee05d074c65f2b7d1

ავტომატური დამუხრუჭების სისტემას ავტომობილის შენელება ან მთლიანად გაჩერება შეუძლია, თუმცა ეს ფუნქცია ზოგჯერ საწინააღმდეგო ეფექტს ახდენს და მძღოლის თავდაჯერებულობას ლახავს.

ზოგადად მსგავსი სისტემები ავტომობილის უსაფრთხოების კიდევ უფრო გასაზრდელადაა შექმნილი. თუმცა, როგორც სტატისტიკა აჩვენებს თანამედროვე ავტომობილებს არევაც სჩვევიათ და მაგალითად ისეთ დროს ამუხრუჭებენ, როცა დაჯახების საფრთხე საერთოდ არ არსებობს. უკანასკნელ სამ წელიწადში ამერიკის საგზაო უსაფრთხოების ნაციონალურმა სააგენტომ 400-მდე საჩივარი მიიღო და მომჩივანთა შორის – Honda-ს, Nissan-ის, Volkswagen-ისა და სხვა ბრენდების მფლობელები ჭარბობენ.

ყველა საჩივარი კი თითქმის ერთნაირია, ავტომობილები ექსტრემალურ დამუხრუჭებას ახდენდნენ მაშინ როცა ამის არანაირი მიზეზი არ არსებობს. როგორც წესი კი ეს მაგისტრალზე მაღალი სიჩქარით გადაადგილების დროს ხდება. არიან ისეთებიც, ვინც ამტკიცებს რომ ავტომატური დამუხრუჭების სისტემა არ მუშაობდა მაშინ როცა ამის აუცილებლობა იყო.

საბოლოო ჯამში კი ყველა პრეტენზიას ერთი რამ აერთიანებს, სისტემა მძღოლებს აშინებს და მათ თავდაჯერებულობას ამცირებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები