LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ავტომობილები – სიკვდილის მანქანები“ – უცნობმა პირებმა საგზაო ტაბლოები აურიეს

101
619a282a4cf93293c4052a582eadb19af0cd118f

უკვე ერთი კვირაა რაც ბრუკლინი ნადვილმა ქაოსმა მოიცვა. ქუჩებში დროებითი საგზაო ნიშნები დადგეს, რადგან ელექტრონული ტაბლოები უცნობმა პირმა გატეხა და მათზე განთავსებული შეტყობინებებიც შეცვალა.

ბრუკლინელმა მძღოლებმა ერთ დღესაც შეამჩნიეს, რომ გზაზე განთავსებულ ტაბლოებზე სტანდარტული გაფრთხილებების ნაცვლად უჩვეულო ლოზუნგები ეწერა. მაგალითად ისეთი როგორიცაა – „ავტომობილები უნდა აიკრძალოს“ ან „ავტომობილები ქალაქებს ანგრევენ“. როგორც გაირკვა სისტემა ვიღაცამ გატეხა და პროგრამა აურია.

ტრანსპორტის სააგენტოში ტაბლოები გადააპროგრამეს და ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნეს.

რამდენიმე დღის წინ კი უცნობი ხუმარები დაბრუნდნენ და მათი წარწერები ბევრად უფრო აგრესიული გახდა. „ავტომობილები – სიკვდილის მანქანები“, „ავტომობილები ბავშვებს ხოცავენ“ და „ავტომობილები გარემოს ანადგურებენ“.

როგორც ჩანს, ნიუ-იორკის სატრანსპორტო სისტემაში შეღწევა რთული საქმე სულაც არ არის და ამას ჰაკერები უკვე მეორედ ახერხებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები