LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომობილების გამყიდველმა 9 000 000 დოლარის ფასდაკლებები დაარიგა და დაიჭირეს

46
7f0f54e6bd603537627a849cdbf9bb545bfd8a05

კონცერნმა FCA ლამის 9 მილიონი დოლარი ერთ–ერთი სადილერო ცენტრის თანამშრომლის გამო დაკარგა. შემთხვევა აშშ–ში, მიჩიგანის შტატში მოხდა.

გამოცემა Automotive News–ის ინფორმაციით, ახალი ავტომობილების გამყიდველი კლიენტებს წლების განმავლობაში ძალიან დიდი ფასდაკლებებს უკეთებდა. ის ხშირად იყენებდა ისეთ აქციას, როგორიცაა – ოჯახური ფასდაკლება და ამ მიდგომის დამსახურები აშშ–ს საუკეთესო გამყიდველადაც კი იქცა. 2014 წლიდან დღემდე მან ხელფასზე ბონუსის სახით 70 ათასი დოლარი მიიღო, რადგან გაყიდვების გეგმას მუდმივად აჭარბებდა.

მაგალითად, 2020 წელს ამერიკელმა 250 ავტომობილზე მეტი გაყიდა. თუმცა, საბოლოო ჯამში მისმა წარმატებამ გარკვეული კითხვები გააჩინა. დაიწყო გამოძიება და დადგინდა, რომ გამყიდველი სხვადასხვა აქციებს უკანონოდ იყენებდა და ამაში დამატებით თანხებს იღებდა. შესაბამისად, ის თაღლითობის ბრალდებით დააკავეს და ამჟამად სასამართლო პროცესის მოლოდინშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები