LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომობილის როგორი დასახლებაა ყველაზე ადვილად დასამახსოვრებელი

45
2368b451ef1e860c92dc02c03bead80eb6b892b3

ბრიტანულმა კომპანია Vanarama დაინტეესდა, თუ რომელი ბრენდებისა თუ მოდელების ავტომობილებს იმახსოვრებს ხალხი ყველაზე უკეთ.

ექსპერტებმა 5 000–მდე მოხალისე გამოკითხეს და შეამოწმეს, თუ რას უფრო იმახსოვრებდნენ ისინი – სიტყვებს, ცალკეულ ასოებსა თუ ციფრებს.

მაგალითისთვის ბრიტანელებმა 45 ყველაზე პოპულარული ბრენდის 253 მოდელი შეარჩიეს. რესპოდენტებმა ყველაზე დასამახსოვრებელთა შორის გამოყეს – Fiesta (Ford), Golf (Volkswagen) და XC90 (Volvo), ეს უკანასკნელი საერთო წესიდან გამონაკლისს წარმოადგენს და მიუხედავად უცნაური სახელისა მაინც მოხვდა რეიტინგში.

რაც შეეხება ერთი ბრენდის მაგალითს, მაგალითად Ferrari–ს შემთხვევაში გამოკითხულთა უმრავლესობას Enzo, LaFerrari და California ახსოვს, ხოლო 812, 488 და F8 კი სიის ბოლოში მოექცა.

აღსანიშნავია, რომ ავტომწარმოებლები ახალი მოდელებისთვის სახელებს გეოგრაფიის მიხედვით არჩევენ, მაგალითად Seat–ის მოდელებს ესპანეთის სხვადასხვა რეგიონის სახელები ქვიათ.

არსებობენ ისეთებიც, რომლებიც პირიქით სახელებზე უარს ამბობენ და უპირატესობას ციფრებსა და ინდექსებს ანიჭებენ, მაგალითად ასეთია Kia.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები