LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბალი ტურისტებს საჯდომისა და მკერდის გადიდების ოპერაციებით მიიზიდავს

53
FILE PHOTO: Tourists walk on a beach as the government extends restrictions to curb the spread of coronavirus disease (COVID-19) in Badung, Bali, Indonesia September 9, 2021. Antara Foto/Nyoman Hendra Wibowo/via REUTERS

ბალის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ პლასტიკური ქირურგიის ცენტრში საკმაოდ დიდი თანხა დააბანდოს, რაც პოპულარულ აზიურ კუნძულს სამედიცინო ტურიზმის განვითარების საშუალებას მისცემს. ამის შესახებ ინფორმაცია ავსტრალიური ტელეარხის Nine Network რეპორტაჟით გავრცელდა.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ტურისტული ნაკადი მკვეთრად შემცირდა და ხელისუფლებამ კუნძულზე ვიზიტორების დაბრუნების გზების ძიება დაიწყო. ასე რომ, სულ რამდენიმე თვეში ბალიზე ესთეტიკისა და გაახალგაზრდავების ინოვაციური ცენტრი გაიხსნება. იდეის ავტორები გეგმავენ, რომ ტაილანდისა და სინგაპურის წამყვან პლასტიკური ქირურგიის კლინიკებს გაუწიონ კონკურენცია.

ბალის ცენტრის ვიზიტორები შეძლებენ, რომ გაიდიდონ მკერდი, საჯდომი, გაიკეთონ ბოტოქსი ან მიიღონ პოსტ-საოპერაციო თერაპია.
საინტერესოა, რომ ბალის შემოსავლის 50% ტურიზმზე მოდის და ამ სფეროში მოსახლეობის 70%-ია დასაქმებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები