LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბალუტი და სხვა საშინელი კერძები

86
balut-1500x1000

ინტერნეტ მომხმარებლებმა მსოფლიოში ყველაზე საშინელი კერძების რეიტინგი შეადგინეს. დასახელდა სულ 10 კერძი, რომელიც შესაძლოა ითქვას, რომ მართლაც შოკისმომგვრელია.

პირველ ადგილს აზიური წვნიანი ბალუტი იკავებს. ფილიპინელთა ნაციონალური კერძი ფორმირებული იხვის კვერცხისგან მზადდება. კვერცხი იხარშება და შემდეგ მისი წვენისგან ბულიონი კეთდება.

მეორე ადგილს ვიეტნამური გველის ღვინო იკავებს, აღსანიშნავია, რომ გარდა გველისა სასმელში მორიელს, ხვლიკს და პატარა ნიანგებსაც ამატებენ.
ლიდერთა სამეულს კოპალჰენი ანუ გახრწნილი ირემი ასრულებს. კერძის დამზადებისას არა მხოლოდ ირემი, არამედ ვეშაპი, ზღვის ლომი და სელაპიც გამოიყენება. სკანდინავიაში ზვიგენსაც დიდი სიამოვნებით მიირთმევენ. ასეთი საკვების მომზადების რეცეპტი ძალიან მარტივია, ირემს მარხავენ მიწაში, რამდენიმე თვის შემდეგ კი მიირთმევენ.
ბუნებრივია, ასეთი რეცეპტი ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია და მისი დაგემოვნება რეკომენდირებული ნამდვილად არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები