LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმი ევროპის სპორტის ქალაქია

1543952903-12-1024x586

ბრიუსელში, ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაციამ (ACES Europe), ბათუმს 2019 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი ოფიციალურად მიანიჭა.

დაჯილდოების ცერემონია ევროპის პარლამენტში გაიმართა, სადაც ტიტული და დროშა, ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ ჩაიბარა.

ბათუმისთვის ამ ტიტულის გადაცემა ზაფხულში გადაწყდა. მაშინ აჭარას სპეციალური კომისია ეწვია, რომელსაც პრეზიდენტი ჯან ფრანჩესკო ლუპატელი ხელმძღვანელობდა. მათ ბათუმში ვიზიტის დროს სპორტული ობიექტები დაათვალიერეს და არსებული მდგომარეობა ადგილზე შეაფასეს.

საბოლოოდ, ACES Europe-ის მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, ბათუმი კარგი მაგალითია სპორტის, განათლებისა და ჯანმრთელობის კუთხით, რაც ACES Europe-ის მთავარ მიზანს წარმოადგენს; სამაგალითოა სპორტული პოლიტიკა და ინფრასტრუქტურა, პროგრამები და აქტივობები. სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით მიენიჭა ბათუმს ევროპის სპორტის ქალაქის წოდება.

ACES Europe ევროპულ ქალაქებს ყოველწლიურად ანიჭებს “ევროპის სპორტის დედაქალაქის“, “ევროპის სპორტის ქალაქის“, “ევროპის სპორტის თემისა“ და “ევროპის სპორტის მცირე ზომის ქალაქის“ სტატუსს.

ბათუმი საქართველოდან პირველი ქალაქია, რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა. რაც შეეხება „ევროპის სპორტის დედაქალაქის“ სტატუსს, წელს ეს პატივი ბუდაპეშტს ერგო.

შეგახსენებთ რომ, წელს ბათუმმა, მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები