LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bentley ჩვეულებრივი მძღოლებისთვის ზედმეტად დამძიმდა

28
bentli

ლუქს ავტომობილები სულ უფრო და უფრო მასიური ხდება, რაც ახალი ელექტრონიკის, მზარდი გაბარიტების და მძიმე ელექტრონული აგრეგატების დამსახურებაა. მაგალითისთვის, ახალი Bentayga Extende Wheelbase-ის საბურავის ბაზა 2,5 ტონას იწონის, მისი სრული მასა კი 3,25 ტონაა.

ეს კი ევროკავშირში დაშვებული სტანდარტული მართვის მოწმობის მინიმალური ზღვარია, ამიტომ Bentley-მ მთავრობასთან დიალოგიც დაიწყო, რათა მომავალში შესაძლო პრობლემები აირიდოს თავიდან.

გამოცემა CarSales-ის ინფორმაციით, Bentley მთელ გავლენას იყენებს იმისთვის, რომ ევროკომისიას შეუთანხმდეს და მსუბუქი ავტომობილის მინიმალური მასა გაზარდოს. ბრენდი დღეს უკვე ყველაზე „მძიმე“ კომპანიაა და მისი ავტომობილის საშუალო მასა 2,3 ტონაა. 2025 წლისთვის მწარმოებელი ელექტრომობილების ხაზის დამატებასაც გეგმავს, რაც მაჩვენებელს სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაზრდის.

თუმცა, ამ მოსაზრებას ყველა ავტომწარმოებელი არ იზიარებს. მაგალითად, Mercedes-Benz და BMW თვლიან, რომ ტექნოლოგიების განვითარება მანქანის წონას კი არ გაზრდის, პირიქით შეამცირებს. მოწყობილობები უფრო და უფრო „ჭკვიანი“ ხდება და დროთა განმავლობაში ზომებშიც შემცირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები