LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bentley-მ „კოვბოური“ Bentayga გააკეთა

173
bentley-bentayga-news

კომპანია Bentley-მ ყველაზე კოვბოური ავტომობილის გაყიდვა დაიწყო. ჩვეულებრივი Bentayga-სგან სპეც-ვერსია ძარის განსაკუთრებული ფერით და ინტერიერით განსხვავდება.

ექსკლუზიური ყველგანმავალის შექმნაზე ატელიე Mulliner-მა იზრუნა. Bentayga Stetson Edition-ის ცნობა საფირმო ლოგოტიპითაა შესაძლებელი, რომელიც სავარძლებზე და საჭეზეა გამოსახული. სალონის მთავარი მახასიათებელი აქლემის ტყავი და უხეში ნაკერი გახდა, რომელიც ერთი შეხედვით კოვბოურ ფეხსაცმელს გავს.

Bentley-ს ამერიკულმა დილერებმა სიახლეს „მკაცრი დიდებულება“ უწოდეს და შეეცადნენ მასში ამერიკის ისტორია გაეცოცხლებინათ.

ჯერ-ჯერობით სალონში მხოლოდ ერთი მოდელია წარმოდგენილი და მისი ფასი 246 578 დოლარია, დამატებით კიდევ ორი კოვბოური მოდელი გასაყიდად წლის ბოლოსთვის გამოჩნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები