LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bentley-მ კრიზისის ფონზე რეკორდული მოგება ნახა

20
ბენტლი

Bentley-მ უახლესი ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ მიუხედავად გლობალური კრიზისისა წლის პირველი ნაწილი ბრენდისთვის საკმაოდ წარმატებული ყოფილა. იანვარი-ივნისის პერიოდში Bentley-ს შემოსავალი 398 მილიონი ევრო იყო, რაც მთელი 2021 წლის მაჩვენებელზე 9 მილიონით უფრო მეტია. არადა აქამდე 2021 წელიც რეკორდულად ითვლებოდა.

გასული თვეების მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, კომპანიის ბრუნვა 1,324 მილიარდიდან 1,707 მილიარდ ევრომდე გაიზარდა და თითოეული ავტომობილისგან საშუალო შემოსავალი 27 ათასი ევროდან – 213 ათასამდე გაიზარდა. მთლიანობაში Bentley-მ 7398 ავტომობილი გაყიდა და მიწოდების მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3%-ით გაზარდა.

გაყიდვების მაჩვენებლით პირველ ადგილს არ თმობს ამერიკა. მეორე ადგილზე კი კორონავირუსის მორიგი აფეთქების მიუხედავად, ჩინეთია. გაყიდვების მაჩვენებლის 33%-იანი ზრდა დაფიქსირდა ევროპაშიც, სადაც კომპანიამ 1524 ეგზემპლარის რეალიზება შეძლო. კიდევ 916-მა Bentley-მ პატრონი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში იპოვა. და ბოლოს 795 მოდელი ბრიტანეთში გაიყიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები