LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიჭებს თმები გაეზარდათ, რონალდო 2003-ში დაბრუნდა, მესიმ გაიპარსა: ფეხბურთელების მოულოდნელი ვარცხნილობა კარანტინის შემდეგ

694
pjimage

კარანტინის პერიოდში ფეხბურთის ვარსკვლავებმა მასობრივად გადაიხოტრეს თავი. რონალდოს არ მოუწია ამის გაკეთება, რადგან მას პერსონალური მკრეჭავი ყავდა – ჯორჯინა როდრიგესი.

იზოლაციიდან ბევრი უჩვეულოდ დაბრუნდა: ზოგიერთმა კარდინალურად შეიცვალა იმიჯი. ეტყობა, კრიშტიანო არა მარტო ვარჯიშებს დაუბრუნდა, არამედ ძველ დროსაც. რაღაც ამდაგვარი ვარცხნილობა ქონდა ჯერ კიდევ “მანჩესტერში” თამაშისას.

 

 

გრიზმანმა ნაწნავები გაიკეთა. ესეც თვალისთვის ჯერ მიუჩვეველია.

 

“ლივერულის” ლიდერების ცნობა კი მართლაც რთული საქმე გახდა.
ასეთი დაბრუნდა სადიო მანე.

ეს 1980-იანი წლების ბიჭი რობერტო ფირმინიო გახლავთ. ის “კრიმინალური საკითხავიდან” ჯულსს შეადარეს.

ალისონი ამტკიცებს, რომ ახლა ცხოვრებაში ყველაზე გრძელი ვარცხნილობა აქვს.

 

ყველაზე მოულოდნელი კადრი “ინტერმა” გაავრცელა. აღმოჩნდა, რომ ეშლი იანგს თმა ქონია.

 

კიდევ ერთი მოულოდნელობა – ნგოლო კანტე. ფრანგსაც მუდმივად უთმოდ ვხედავდით.

 

დორტმუნდის “ბორუსიას” ბელგიელმა აკსელ ვიტცელმაც შესამჩნევად შეიცვალა იმიჯი.

 

აი ლეო მესიმ კი წვერი გაიპარსა და გაახალგაზრდავდა.

 

ისე ვარცხნილობას ვინ ჩივის, მთავარია ამხელა პაუზის და სახლში ჯდომის შემდეგ ასეთები არ დაბრუნდნენ:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები