ამერიკული ჯგუფის Black Eyed Peas კონცერტზე დასწრების მსურველთათვის, 14; 15; 16 და 17 ივნისს თბილისიდან დამატებითი მატარებლები იმოძრავებენ.

Black Sea Arena სეზონის გახსნისთვის, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, აღნიშნული მიმართულებით ყველა ბილეთი გაიყიდა. ამიტომ, „საქართველოს რკინიგზისა“ და „Black Sea Arena“ -ს გადაწყვეტილებით, სპეციალური რეისები დაინიშნა, რომლებიც მგზავრებს ორივე მიმართულებით გადაიყვანს.

მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:

 

14/ 06/2019    თბილისი-Black Sea Arena ბათუმი- Black Sea Arena–  თბილისი   #852/851
გასვლა- თბილისი ჩასვლა-Black Sea Arena  ჩასვლა-ბათუმი გამოსვლა-ბათუმი ჩამოსვლა-Black Sea Arena ჩამოსვლა- თბილისი
08:50 13:20 14 :15 19:05 20:05 00:40
 15; 16; 17/ 06/2019   თბილისი-Black Sea Arena ბათუმი- Black Sea Arena–  თბილისი   #888/887
გასვლა-თბილისი ჩასვლა-Black Sea Arena  ჩასვლა- ბათუმი გამოსვლა-ბათუმი ჩამოსვლა-Black Sea Arena ჩამოსვლა- თბილისი
10:30 14:45 15:30 19:15 20:05 00:22

 

ამასთანავე, 17 ივნისს,  ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი #859 მატარებელი „Black Sea Arena“-ს ბაქანზე 01სთ. 25 წთ-ზე შევა და 10 წუთიანი გაჩერება ექნება.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია  Georgian Railway Tickets  და  Biletebi.ge  მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.

ბილეთები იყიდება ასევე ვებგვერდებზე (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge) ; სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.

საქართველოს რკინიგზა ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას  გისურვებთ!

R

მსგავსი თემები