LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW-მ და  Porsche–მ ელექტრომობილების დასამუხტი სადგური წარადგინეს

bmw

ელექტრო სადგური ავტომობილის დამუხტვას უჩვეულოდ სწრაფად ახერხებს

ახალი პროექტის Fast Charge–ის მონაწილეებმა წარადგინეს დასამუხტი სადგურის პროტოტიპი, რომლის სიძლიერეც 450 კილოვატს შეადგენს. ექსპერიმენტალური ტერმინალი გერმანიაში, ავტომაგსიტრალის A8 სიახლოვეს აიგო.

ახალი სადგური ყველა ბრენდის ელექტროქარს მოემსახურება და მათთვის საჭირო რეჟიმს შესთავაზებს. რეჟიმის შერჩევა კი ავტომატურად მოხდება. როგორც Porsche–ს წარმომადგენელმა განაცხადა, მათ გამოცდილ ელექტროქარს, რომელსაც 90 კილოვატიანი ელემენტი აქვს, დასამუხტად მხოლოდ 3 წუთი სჭირდება. ეს 3 წუთი დამატებითი 100 კილომეტრის გარბენის გარანტიაა. მსგავსი შედეგის მიღწევა კი ინოვაციური გაგრილების სისტემის და ტემპერატურის კონტროლის დამსახურებით მოხდა.

ახალი ტერმინალის სიძლიერე არსებულ სადგურებს რამდენჯერმე აჭარბებს. დასაწყისისთვის სადგური სადემონსტრაციო რეჟიმში იმუშავებს და ელექტრომობილების პატრონებს მისი გამოყენება სრულიად უფასოდ შეეძლებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები