LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW-მ მესამე სერიის უნივერსალი წარადგინა (ფოტო)

141
bmw3srs

კომპანია BMW-მ ახალი თაობის უნივერსალი G20 წარადგინა. ავტომობილის დებიუტი სედანის პრემიერიდან 8 თვის გასვლის შემდეგ შედგა. რაც შეეხება სედანს, შეგახსენებთ რომ მისი ნახვის საშუალება ავტომოყვარულებს გასული წლის ოქტომბერში, პარიზის ავტოსალონზე ქონდათ.

უნივერსალის გაბარიტული სიგრძე 4709 მმ-ია, სიგანე – 1827 მმ, სიმაღლე – 1440 მმ-ია. საბურავების ბაზის ზომა კი 2851 მმ-ია. შესაბამისად, სიახლე თავის წინამორბედზე 76 მმ-ით უფრო გრძელი და 16 მმ-ით უფრო განიერი გამოვიდა.

ავტოობილი 10 კილოგრამით უფრო მსუბუქიცაა, ძარის მცოულობა კი 25%-ით გაიზარდა. უნივერსალის მასა ღერძებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული.

ავტომობილმა 3 ბენზინის ძრავი მიიღო და მათი სიძლიერე 184, 258 და 374 ცხენის ძალებია. აგრეგატი 8 დიაპაზონიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად იმუშავებს. რაც შეეხება ჰიბრიდს, ის 68 ძალიან ელექტროძრავთან ერთად იფუნქციონირებს და ბაზარზე მხოლოდ 2020 წლისთვის გამოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები