LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW სუპერქარებს აღარ გამოუშვებს

181
bmwsupercars

BMW-ს წარმომადგენლობამ სუპერქარებზე ოფიციალური უარი განაცხადა. მათი აზრით, ამ როლს M8 არაჩვეულებრივად ასრულებს და მეტი ავტომობილი საჭირო აღარაა.

როგორც ჩანს, გერმანული მწარმოებლის თაყვანისმცემლებს იმედები ძალიან გაუცრუვდებათ. ისინი Ferrari-სა და Lamborghini-ს კონკურენტს ელოდნენ, BMW-მ კი ამ სფეროში მოღვაწეობა საერთოდ შეწყვიტა. როგორც ბრენდის ხელმძღვანელმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, მათ სრულყოფილი სუპერქარი  – M8 ყავთ და ის ყველა როლს არაჩვეულებრივად შეასრულებს.

M8 ნიურბურგრინგის ტრასის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი მოდელია და ექსპერტებმა ის Porsche 911-ის მკვლელადაც კი შეაფასეს. ავტომობილი 4,4 ლიტრის მოცულობის ბიტურბო V8-ითაა აღჭურვილი და 600 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. სპორტქარს პირველი „ასეულის“ განვითარება 3,3 წამში შეუძლია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები