იტალიაში, კერძოდ კი ბოლონიის აეროპორტში ამიერიდან 100 ათასამდე ფუტკარი იმუშავებს და ისინი სპეციალისტებს ჰაერის ხარისხის შეფასებაში დაეხმარებიან. ინფორმაციას ამის შესახებ აეროპორტის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

მწერები 8 სკაში გადაანაწილეს და აეროპორტის გარშემო მიუჩინეს ადგილი. ისინი თავისი ჩვეული საქმიანობით დაკავდებიან – თაფლს აწარმოებენ.

ბოლონიის უნივერსიტეტის მეცნიერები გარკვეული პერიოდულობით სკიდან თაფლს წაიღებენ, რათა დაბინძურების კვალი აღმოაჩინონ, ისინი იპოვიან ყველაფერს, რაც გარემოზე მავნე ზეგავლენას ახდენს.

როდესაც კვლევის შედეგები გახდება ცნობილი, მეცნიერები აეროპორტის რეგიონში ჰაერის გაუმჯობესების რეკომენდაციებსაც გასცემენ.

ჰაერის დაბინძურებას სასუნთქი გზების დაავადება და გულის უკმარისობის გამოწვევა შეუძლია. ევროპული სააგენტოს კვლევის მიხედვით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ჰაერის ხარისხით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ევროპულ ქვეყნებში 2-ჯერ შემცირდა.

 

კატეგორიები: ამბები

მსგავსი თემები