LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთში ავტომობილის სანომრე ნიშანი 44 ათას დოლარად გაიყიდა

216
number1nwes1

უნიკალური ნომერი „37 0“ აუქციონზე გამოიტანეს და მისი მიღების სურვილი ბევრმა ავტომოყვარულმა გამოთქვა. საბოლოო ჯამში კი ნომერი საწყის ღირებულებაზე ორჯერ უფრო ძვირად გაიყიდა. დიდი ინტერესი გამოიწვია ასევე ამ სანომრე ნიშნებმაც – 911 CM (£25,2 ), IG 9 (£25 ათასი), 31 LLY (£16,2) და 2 KSN (£16,4 ).

როგორც აუქციონის ორგანიზატორებმა განაცხადეს, პერსონალიზირებული ნომრები ბევრ ადამიანს მოსწონს და სწორედ მათთვის სპეციალურ საიტზე 50 მილიონამდე კომბინაციაა ხელმისაწვდომი. განსხვავებული ნომრების ფასი ბუნებრივია, რომ ცოტა უფრო ძვირია.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე განსხვავებული სანომრე ნიშნები აუქციონზე ყოველდღე გამოაქვთ და მათი ფასი 130 ათასი ევროდან იწყება. ნომრის მიღების შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს აქვს და ამა თუ იმ ლოტზე პრეტენზიის გამოთქმა ონლაინაცაა შესაძლებელი. მაგალითად, გასულ წელს ავტომოყვარულებმა უნიკალურ ნომრებში 130 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები