LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუდაპეშტში საშობაო ნაძვის ხე მხოლოდ მაშინ აინთება, თუკი ვინმე ველოსიპედის პედალებს დაატრიალებს

129
2GAHBH4C3FIC3NZ6XADLRFH3HM

ბუდაპეშტის მეორე რაიონში ეკოლოგიური ნაძვის ხე დადგეს და მისი ანთება მხოლოდ ველოსიპედის პედალების დატრიალებითაა შესაძლებელი. ამ გზით მერიას იმის ჩვენება სურდა, თუ რამდენი ენერგიაა საჭირო საახალწლო ინსტალაციების შესაქმნელად. უჩვეულო სიახლე Reuters-მა გაავრცელა.

უნგრეთის დედაქალაქში ამ შობას ცოცხალ ნაძვს არ დადგამენ და ადგილობრივებსა თუ ქალაქის სტუმრებს ნაძვის ხის ფორმის ილუმინაციით მოუწევთ ტკბობა.

ევროპული ქალაქები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ შობა-ახალი წლის აღნიშვნა მაქსიმალურად ეკოლოგიური გახადონ.

მაგალითად, დაწყებული 2020 წლიდან ამსტერდამელებს სახლების მორთვა მხოლოდ ენერგო-დამზოგველი ნათურებით შეუძლიათ. ხოლო პრაღაში ახალი წლის შემდეგ ნაძვის ხეები ზოოპარკს გადასცეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები