LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბულგარეთის ქალაქში ყოველი ბავშვის გაჩენას სინათლის შოუთი შეხვდებიან

46
arthur-chauvineau-dn7p1u26zke-unsplash

ბულგარეთის ქალაქის, პლოდვიდის ცენტრში ქუჩის ლამპიონებს ააციმციმებენ ყოველ ჯერზე, როცა კი ბავშვი გაჩნდება. ილუმინაციას ექთნები ახალშობილის მშობელთან ერთად პირდაპირ სამშობიაროდან ჩართავენ.

იდეის ავტორი – იტალიელი ხელოვანი ალბერტო გარუტია. 2018 წელს მისი პროექტი მთელი კვირის განმავლობაში ახარებდა პლოვდივის მოსახლეობას, მაშინ ქალაქი ევროპის კულტურული დედაქალაქის წოდების მისაღებად ემზადებოდა. ამიერიდან კი ახალშობილთა სინათლის შოუ მუდმივ ღონისძიებად გადაიქცევა.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ტრადიცია აქვთ იტალიის, ბელგიის, თურქეთის და იაპონიის ქალაქებშიც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები