ცემა ცოლი, გადაიტანა სისხლჩაქცევა და წავიდა ბრესტში. მარადონას გიჟური წელიწადი

2506374-52026190-2560-1440

2018 წელი მარადონასთვის ყველაზე სკანდალური გამოდგა 8 წლის წინ არგენტინიდან გაგდების შემდეგ. დასაწყისისთვის დიეგო ორჯერ წავიდა „ალ ფუჯაირიდან“. ჯერ გადადგა, შემდეგ ახალ პირობებს დათანხმდა, მაგრამ კლუბმა თავად გააგდო: უცებ ოთხჯერ მეტი მოითხოვა.

ფული აღმოაჩნდა ბრესტის „დინამოს“ არაბ მფლობელებს. და მარადონა დანიშნეს მწვრთნელად თუ პრეზიდენტად, ან მასკოტად.

მერე არგენტინელი მსოფლიო ჩემპიონატზე წავიდა და იქ საბოლოოდ აიშვა.

მუნდიალი ორი დღის დაწყებული იყო, როდესაც ისლანდია-არგენტინის მატჩზე მივიდა. ის კორეელმა ქომაგებმა შენიშნეს და მიესალმნენ. დიეგომ საპასუხოდ ხელი დაუქნია, თვალები თითებით წაიგრძელა და ამით აზიელი გამოსახა.
ამასთან, დიეგო უზარმაზარ სიგარას ეწეოდა, თუმცა სტადიონზე მოწევა აკრძალულია. ფიფამ დიეგოს ბოდიში მოახდევინა, მაგრამ შოუმენი ჭკვიანად ნიგერიასთან ცნობილ პერფომანსამდე იქცეოდა.

დაიწყო ცეკვით: ვიპ ლოჟაში დიეგომ ნიგერიელ ქალ გულშემატკივარს მიეტმასნა, საცეკვაოდ გაიწვია და უკნიდან მაგრად ჩაეხუტა. მერე დაიწყო მთავარი: სანამ მესი და მისი მეგობრები მოედანზე წვალობდნენ, დიეგო ვიპ ლოჟაში დაწროდა, გონება დაკარგა და რაღაც დროით გაიყვანეს. როდესაც როხომ გადამწყვეტი გოლი გაიტანა, არგენტინელმა შუა თითი გაშალა ნიგერიელებისთვის.

დიეგომ ახსნა, რომ თითქოს კისერი ატკივდა და იმიტომ გავიდა, ხოლო ექიმები წნევას უზომავდნენ. მაგრამ კოკაინის და ალკოჰოლის მოყვარულის რეპუტაციამ იმუშავა: ფიფამ იქვე გაწყვიტა შეთანხმება, რომლის თანახმად ლეგენდებს ფულს უხდის ტოპ ღონისძიებებზე დასწრების სანაცვლოდ. დიეგომ ერთ დღეში იოლად საშოვნელი 11 ათასი ევრო დაკარგა.

ზაფხულის დარჩენილ დროს დიეგო უაზრო ფრაზებს ისროდა: „მინდა, „დინამომ“ ისევე ითამაშოს, როგორც ჩემი დროის „ნაპოლი“ თამაშობდა“ ან „ბრესტში საცხოვრებლად დავრჩები კარიერის შემდეგ“. ხოლო 6 სექტემბერს „დორადოსში“ გაიქცა. მექსიკის მეორე დივიზონის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ მარადონა გასახდელში შევარდა და შლეგივით იცეკვა. რამდენიმე დღეში კი ფლეშ-ინტერვიუ მისცა. მას მექსიკის ჩემპიონატზე კითხეს, ის კი 15 წამი რაღაც გაუგებარ ხმებს გამოსცემდა.

 

https://www.youtube.com/watch?v=9v4lad-Ztc4

3 დეკემბერს „დორადოსი“ პლეი-ოფიდან გავარდა, დიეგო კი სხვა გუნდის ფანებს ეჩხუბა, რომლებიც ტიპიურ პროვოკაციულ შეძახილებით ამკობდნენ. კლუბის ოთხი თანამშრომელი გაგიჟებულ არგენტინელს ძლივს აკავებდა.

კიდევ ერთ თვეში არმანდო 28 წლის საცოლე როსიო ოლივას ეჩხუბა და სახლიდან წავიდა. „ისეთი არ ვარ, რომლებიც ცოლს ცემენ, მაგრამ მინდოდა როსიოსთვის თავი წამეძრო“, – თქვა მწვრთნელმა. მანამდე მარადონას ოლივა ხალხშიც ყავდა ნაცემი. ახლა კი უნდა ის სახლი გამოართვას, რომელიც აჩუქა.

დეკემბერში გაირკვა, რომ მარადონა ოთხი დღე არ დადიოდა ვარჯიშებზე, ხოლო 4 იანვარს დიეგო სისხლჩაქცევით ჰოსპიტალში მოათავსეს. არგენტინელს ოპერაცია გაუკეთეს და გასვლისას თქვა, საავადმყოფოში 58 წლის შემიყვანეს და იქიდან 8 წლით ახალგაზრდა გავედიო.

დიეგოს მთელი ცხოვრება ორ ჟესტში ეტევა: 1986 წლის ღმერთის ხელი და 2018-ის შუა თითები. არგენტინელი ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის გამო ჯოჯოხეთისკენ მიმავალი პირველი კაცი არ არის, მაგრამ ჯორჯ ბესტისა და პოლ გასკოინისგან განსხვავებით, ის ამას შოუდ აქცევს და ამაში უხდიან კიდეც. მარადონას დიდ მწვრთნელად ალბათ არავინ აღიქვამს, მაგრამ მისი სახელი ხმაურს იწვევს – „დინამომ“ პიარის გამო მიიყვანა, ფიფა სტადიონზე მისვლაში უხდიდა, ახლა კი „დორადოსი“ ითმენს. მაგრამ 58 წლის დიეგო საკუთარ ტემპს ვეღარ უძლებს – ჯანმრთელობა ისეთი ვეღარ არის, იდიოტური გამოხტომები კი იმატებს. როდესაც ჯერ კიდევ როგორღაც ცოცხალი პელე, რომელიც ფეხზე ძლივს დგას და როგორ სუნთქავს არავინ უწყის, რომ ჯანმრთელობას გისურვებს, ესე იგი დაფიქრება გმართებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები