LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩაკვეტაძე დაბრუნდა და გაიტანა: სხვებმაც ივარგეს

195
chakve1

გასულ უქმეებზე ჩატარებულმა ტურმა ჩვენი ფეხბურთელების ნაწილისთვის ურიგოდ არ ჩაუვლია, თუმცა განსაკუთრებული ალბათ მაინც გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნება იყო.

 

ნიკა კვეკვესკირმა ყაზახეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურში გოლი გაიტანა და “ტობოლს” მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვებაში დაეხმარა “ორდაბასთან” გასვლით მატჩში. 42-ე წუთზე ქართველმა ნახევარმცველმა შეტევა წამოიწყო, თავადვე დააგვირგვინა და ანგარიში გახსნა.
კვეკვესკირი და ჯაბა კანკავა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და შეუცვლელად ითამაშეს.

 

ლაშა დვალმა უნგრეთის ჩემპიონატში გოლი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა. „ფერენცვაროში” „მეზოკოვეშდს“ ესტუმრა, 23 წლის მცველმა კი კარი 48-ე წუთზე აიღო და ანგარიში გაათანაბრა. მე-80 წუთზე ბუდაპეშტელებმა გადამწყვეტი გოლი გაიტანეს და ანგარიშით 2:1 მოიგეს.
ლაშა დვალმა თავი წინა ტურში „პაკშთანაც“ გამოიჩინა.

 

გიორგი ჩაკვეტაძემ ხანგრძლივი შესვენების შემდეგ გოლი ისევ გაიტანა – 19 წლის ფეხბურთელი მომჯობინდა და ზედიზედ მეორე ტურია თამაშობს. საჩემპიონო ექვსეულის მე-4 ტურში „გენტი“ შინ „ანტვერპენს“ დაუპირისპირდა. ჩაკვეტაძე მოედანზე შესვენების შემდეგ, 46-ე წუთზე გამოჩნდა, გიორგი ქვილითაია კი – 76-ზე. ამ დროს „გენტი“ ანგარიშით 0:1 აგებდა. 77-ე წუთზე ჩაკვეტაძემ საჯარიმოში ბურთი მიიღო და ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ „”გენტმა” მაინც წააგო 1:2.

 

 

დანიის სუპერლიგის 29-ე ტურში “რანდერსმა” “ჰობრო” სტუმრად 2:1 დაამარცხდა. “რანდერსმა” გამარჯვება მატჩის 94-ე წუთზე მოიპოვა, როდესაც საბა ლობჟანიძის პასით ანდრე რომერმა გაიტანა. საბამ მატჩი სრულად ჩაატარა.

 

პორტუგალიის ჩემპიონატის 29-ე ტურში გიორგი მაკარიძის “სეტუბალი” გასვლაზე 2:4 დამარცხდა “ბენფიკასთან”. თუმცა, რომ არა სტუმართა მეკარის მაკარიძის კარგი თამაში, ლისაბონელები ერთ ამდენს კიდევ გაიტანდნენ. მეტიც, ქართველმა მეკარემ თერთმეტმეტრიანი მოიგერია.

ქართველების “ნასიონალი” სტუმრად 0:1 დამარცხდა “ბოავიშტასთან”.
ავთო ებრალიძემ ტრავმა მოირჩინა და ძირითადში იყო, ის 69-ე წუთზე შეცვალეს. ებრალიძემ თავის ახალ გუნდში პირველად ითამაშა.
გიორგი არაბიძე კი განაცხადშიც არ ყოფილა.

 

შოთა არველაძე უზბეკეთში გამაორჩიეს. ქართველი სპეციალისტი, რომელიც ტაშკენტის „ფახთაქორს“ უდგას სათავეში ადგილობრივი ჩემპიონატის მარტის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.
“ეს არის ჯილდო, რომელიც მთლიანად გუნდისაა და ძალიან ვამაყობ. რთული, მაგრამ შესანიშნავი თვე იყო. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ თვის გუნდი ვართ, როგორც სამწვრთნელო შტაბი, ისე ფეხბურთელები“, – დაწერა არველაძემ სოციალურ ქსელში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები