LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემპიონი დარჩა, აიაქსი ჩარჩა – ლიგის ამბები მოკლედ

64
79228735-10158578745762573-1192568880292167680-o

ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის ნახევარი დასრულდა და გაირკვა გამსვლელების ვინაობა. გასარკვევი კი საკმარისად იყო. იყო შესაძლებელი ჩარჩენილიყო „ლივერპული“, უნდა გარკვეულიყო „ინტერი“ გავიდოდა თუ „ინტერი“, G და H ჯგუფებიდან გასვლის შანსს სამ-სამი გუნდი ინარჩუნებდა. საბოლოოდ მოხდა ისე, რომ ჩარჩა „აიაქსი“ და გაძვრა „ვალენსია“, ვერ გავიდა „ზენიტი“ და პლეი-ოფში აღმოჩნდა „ლიონი“.

 

 

„ინტერი“, „ბენფიკა“, „აიაქსი“ და „ზალცბურგი“ ევროპა ლიგის პლეი-ოფში ითამაშებენ.

ერნესტო ვალვერდე: „ბარსელონა“ ვალდებულია მოიგოს ჩემპიონთა ლიგა“.

კონტე გავარდნაზე: „ინტერი“ უფრო მეტს იმსახურებდა. ფატის გოლმა უბრალოდ მოგვკლა“.

ფატი ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში.

„ბარსას“ 21 წლის ჰავბეკმა კარლე პერესმა „ინტერს“ ლიგაზე თავის სადებიუტო მატჩში გაუტანა.

 

„ლივერპულმა“ პირველად მოიგო ორი გასვლითი მატჩი ზედიზედ ჩემპიონთა ლიგაზე.

კლოპი სალაჰის გოლზე: „წარმოდგენა არ მაქვს, როგორ გაიტანა ამ პოზიციიდან“.

„ბენფიკას“ მწვრთნელი „ზენიტის“ განადგურებაზე: „ვითამაშეთ დამაჯერებლად და მშვიდად“.

ჰოლანდმა („ზალცბურგი“) პირველად ვერ გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე. მას 8 გოლი დარჩა.

მილიკმა „გენკთან“ შეხვედრაში ჰეთ-თრიქი გააკეთა, არადა კარში სულ სამჯერ დაარტყა.

„გენკის“ 17 წლის გოლკიპერი ვანდევორდტი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეკარე გახდა.

„ლიონი“-„ლაიპციგის“ მატჩისას ფანი მოედანზე შევარდა ბანერით, რომელზეც ვირი ეხატა და მარსელოს კლუბიდან წასვლა მოუწოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები