LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემპიონთა ლიგა დაწყვილდა: ერთი სუპერწყვილი და რამდენიმე კარგი – ბარსა და პსჟ მეორდება

90
internazionale-cinema

უეფას შტაბ-ბინაში, ნიონში ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრა მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ჯგუფების 8 გამარჯვებულმა (განთესილები) და 8 მეორეადგილოსანმა (განუთესავები).

1/8 ფინალში ერთმანეთს ვერ შეხვდებოდნენ ერთი ჯგუფის და ერთი ასოციაციის წარომამადგენლები.

წყვილები ასე დაკომპლექტდნენ:

 

ლაციო – ბაიერნი

ატალანტა – რეალი

ბორუსია გლადბახი – მანჩესტერ სიტი

ლაიპციგი – ლივერპული

ატლეტიკო – ჩელსი

სევილია – დორტმუნდი

პორტო – იუვენტუსი

ბარსელონა – პსჟ

 

განთესილი გუნდები განმეორებით მატჩებს შინ ჩაატარებენ.

პირველი მატჩები დაგეგმილია 16, 17, 23 და 24 თებერვალს, განმეორებითები – 9, 10, 16 და 17 მარტს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები