ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისტები დაწყვილდნენ. უეფამ წილისყრა ყოველგვარი განთესვის გარეშე ჩაატარა და გუნდები ისე დააწყვილა. თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ამ ეტაპზე მივიღებდით ძლიერ და საინტერესო წყვილებს. შეხვდნენ ისტორიული მეტოქეებიც, დიდი ალბათობაა იყო, რომ ინგლისური გუნდებიც შეხვედროდნენ ერთმანეთს და ასეც მოხდა. მოკლედ, გულშემატკივრები გადამწყვეტი და დაძაბული თამაშების მოლოდინში არიან.

 

მეოთხედფინალი

აიაქსი – იუვენტუსი

ლივერპული – პორტო

ტოტენჰემი – სიტი

ბარსელონა – მანჩესტერი

პირველი მატჩები 9-10 აპრილს გაიმართება, განმეორებითი – 16-17 აპრილს.

 

ნახევარფინალი

ტოტენჰემი-სიტი vs აიაქსი-იუვენტუსი

ბარსელონა – მანჩესტერი vs ლივერპული-პორტო

პირველი მატჩები 30 აპრილსა და 1 მაისს გაიმართება, განმეორებითი – 7-8 მაისს.

 

ფინალი 1 ივნისს მადრიდშია, “ვანდა მეტროპოლიტანოზე”.

 

კატეგორიები: KickOff სპორტი

მსგავსი თემები