LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემპიონთა ლიგა, მიყვარხარ! ბოლო ორი სეზონის ქამბექები

110
rue8348721b3a

რა ლოგიკური ახსნა უნდა გვქონდეს იმის, რაც ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო დროს ხდება. ძნელია ამდენი შემობრუნება დააბრალო VAR-ს, გუნდების სისუსტეს ან თავში ავარდნას პირველი მატჩის მოგების შემდეგ, ან ტაქტიკურ შეცდომებს. შესაძლოა ყველაზე დამაჯერებელი ახსნა მეტაფიზიკა იყოს.

უბრალოდ მოვიშველიოთ სტატისტიკა. აქამდე არასოდეს ყოფილა ამდენი გადარჩენა პირველ მატჩში წაგების შემდეგ.

 

ტოტენჰემი – აიაქსი 3:2
პირველი მატჩი 0:1

ლივერპული – ბარსელონა 4:0
პირველი მატჩი 0:3

იუვენტუსი – ატლეტიკო 3:0
პირველი მატჩი 0:2

მანჩესტერი – პსჟ 3:1
პირველი მატჩი 0:2

აიაქსი – რეალი 4:1
პირველი მატჩი 1:2

პორტო – რომა 3:1
პირველი მატჩი 1:2

14 წელი არავინ გადარჩენილა პირველ მატჩში სამბურთიანი წაგების შემდეგ.
ბოლო ორ სეზონში უკვე ორი ასეთი ქამბექია და ორივეში „ბარსელონა“ მონაწილეობდა.

ბარსელონა – რომა 4:4
4:1 და 0:3

ბარსელონა – ლივერპული 3:4
3:0 და 0:4

 

 

რთული ქამბექები არასოდეს ყოფილა ჩემპიონთა ლიგის ნორმა. მაგალითად, 2004-დან 2012-მდე გუნდები პირველ მატჩში 2 ან 3-ბურთიან მარცხს ვერ აბრუნებდნენ.
8-წლიან ჩაჩუმებამდე ბოლო შოუ იყო 2003/04 წლების სეზონში, როდესაც „დეპორტივომ“ ლა კორუნიაში „მილანი“ მიჯირყვნა – 4:0 მილანში, „სან სიროზე“ 1:4-ის შემდეგ.

 

ქამბექებზე საუბრისას როგორ შეიძლება გვერდი ავუაროთ ისტორიის დაუვიწყარ ფურცელს. მარტის საგიჟეთი ერთგვარი სახელმძღვანელოც კი გახდა: „მე მას ვუთხარი, წადი საჯარიმოში, შენ გაიტან“, – იხსენებდა „ბარსელონას“ მწვრთნელი ლუის ენრიკე, როდესაც სერხი რობერტოს დავალება მისცა და მანაც პარიზს მე-6 გოლი გაუტანა. „ვერ გამეგო მეძინა თუ არა. არასოდეს გამიგია ასეთი ხმაური“, – მაშინ ღიმილის დრო ედგა რობერტოს.

მიხვდით ალბათ „ბარსელონას“ ზღაპრულ ქამბექზეა საუბარი, როდესაც პარიზში წაგებული 0:4-ის შემდეგ, „ნოუ კამპზე“ პსჟ 6:1 მატჩის ბოლოსკენ დაამარცხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები