უეფამ მონაკოში ჩემპიონთა ლიგის წილისყრა მოაწყო. როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, არის შედარებით ძლიერი ჯგუფები, სადაც ვიღაც კარგი ჩარჩება, ან არის არაგრანდების ჯგუფები და ა.შ. თუმცა საერთო ჯამში საინტერესო ჯგუფები დაჯდა და წესით ბევრი დაძაბული თამაში უნდა ვნახოთ.

 

A ჯგუფი

პარი სენ-ჟერმენი (საფრანგეთი)
რეალი (ესპანეთი)
ბრიუგე (ბელგია)
გალათასარაი (თურქეთი)

ემილიო ბუტრაგენიო (რეალის დირექტორი): „რეალმა ყველაზე მაღალი დონე უნდა აჩვენოს“.

 

B ჯგუფი

ბაიერნი (გერმანია)
ტოტენჰემი (ინგლისი)
ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი)
ცრვენა ზვეზდა (სერბეთი)

„ოლიმპიაკოსის“ მწვრთნელი: „გვინდა პლეი-ოფში მოვხვდეთ“.
ნიკო კოვაჩი: „დარწმუნებული ვარ, „ბაიერნი“ გავა ჯგუფიდან“.

 

C ჯგუფი

მანჩესტერ სიტი (ინგლისი)
შახტარი (უკრაინა)
დინამო (ზაგრები, ხორვატია)
ატალანტა (იტალია)

 

D ჯგუფი

იუვენტუსი (იტალია)
ატლეტიკო (ესპანეთი)
ლევერკუზენი (გერმანია)
ლოკომოტივი (რუსეთი)

რონალდო: „იმედი მაქვს ამ ჯერზე „იუვენტუსი“ მოიგებს“.

 

E ჯგუფი

ლივერპული (ინგლისი)
ნაპოლი (იტალია)
ზალცბურგი (ავსტრია)
გენკი (ბელგია)

კლოპი: „ისევ „ნაპოლი“. როგორც ყოველთვის არ არის მარტივი ჯგუფი”.

 

F ჯგუფი

ბარსელონა (ესპანეთი)
დორტმუნდი (გერმანია)
ინტერი (იტალია)
სლავია (ჩეხეთი)

ლუსიენ ფავრი: „მართლაც რთული ჯგუფია“.

 

G ჯგუფი

ზენიტი (რუსეთი)
ბენფიკა (პორტუგალია)
ლიონი (საფრანგეთი)
ლაიპციგი (გერმანია)

„ლიონის“ მწვრთნელი: „უნდა გამოვიყენოთ ჩვენი შანსები“.

 

H ჯგუფი

ჩელსი (ინგლისი)
აიაქსი (ჰოლანდია)
ვალენსია (ესპანეთი)
ლილი (საფრანგეთი)

 

ჯგუფური ეტაპი სტარტს 17-18 სექტემბერს აიღებს და დასკვნითი მე-6 ტური 10-11 დეკემბერს ჩატარდება.

 

კატეგორიები: KickOff სპორტი

მსგავსი თემები